საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო
საქმეთა კომიტეტის უფროსთან სტივ შაბოტშთან შეხვედრაზეც საუბრის მთავარი თემა საქართველოს განათლების სისტემაში
განხორციელებული რეფორმები იყო.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართული
შეხვედრების ფარგლებში, დიმიტრი შაშკინმა ევროპისა და ევრაზიის
კომიტეტის ხელმძღვანელ ჯინი შმიდტთან გამართა შეხვედრა.
პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში
საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს თბილისში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის
ფარგლებში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის ჰილარი
კლინტონის მოადგილეს განათლებისა და კულტურის დარგში ანა სტოკს შეხვდა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა
საზაფხულო არდადეგებზე (Summer Job)” ბიზნეს ორგანიზაციები და ბიზნესმენები
ჩაერთნენ.
აშშ-ში ვიზიტად მყოფ საქართველოს
განათლებისა და მეცნეირების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან ”Associated Press”-ის ჟურნალისტებმა
ინტერვიუ ჩაწერეს. დიმიტრი შაშკინმა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა
და განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემაში დანერგილ სიახლეებსა და სამომავლო
გეგმებზე გაამახვილა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის აშშ-ში
ოფიციალური ვიზიტი ფარგლებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო
დაწესებულებათა მანდატურების სამსახური ამერიკის სკოლის მანდატურის
საერთაშორისო ეროვნული ასოციაციის (NASRO-ს) წევრი
გახდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის აშშ-ში
ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა საერთაშორისო
რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სათაო ოფისში გამართა. სამუშაო შეხვედრაზე
საუბარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის
საკითხებს შეეხო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია მინისტრის
დიმიტრი შაშკინის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს პროგრამა “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” და
ორგანიზაცია ESL certified – Banaoco International-ს შორის შეთანხმებას.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მომავლის კლასი“ ამჯერად,
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში გახსნა. ,,მომავლის კლასი’’
ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, კლასში დამონტაჟებულია
ინტერაქტიული „ჭკვიანი“ დაფა და სენსორული მონიტორები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 13 თებერვლიდან 23
მარტის ჩათვლით მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაციას
აცხადებს. გამოცდებზე დარეგისტრირება ყველა საგნის პედაგოგს შეუძლია.
ხვალ, საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო სასერტიფიკაციო გამოცდებზე
გამსვლელი მასწავლებლებისთვის რეგისტრაციას გამოაცხადებს. პედაგოგთა
რეგისტრაცია 13 თებერვლიდან დაიწყება და 23 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
მანდატურები მოხუცებულთა თავშესაფარს ეწვივნენ. მოხუცებულთა თავშესაფარ „კათარზისში“ მანდატურებმა 20-მდე მოხუცებული მოინახულეს. მოხუცებულთან ერთად მანდატურებმა მთელი დღე გაატარეს და ღონისძიების ფარგლებში მოხუცებულებს საჩუქრები გადასცეს.
თბილისის 50
მანდატურს, რომლებმაც
წარმატებით გაიარეს გადამზადება, სერტიფიკატები გადაეცათ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა გადამზადების
კურსები შსს აკადემიაში გაიარეს.