ორი
ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი - ასეთი ჯილდოებით დაბრუნდა საქართველოს
მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები
ბულგარეთიდან. ინფორმატიკაში მოპოვებული გამარჯვებისთვის საქართველოს პრეზიდენტმა
მიხეილ სააკაშვილმა მე-11 კლასელ ჯიმშერ სხირტლაძეს, მე-10 კლასელ ნიკა ნადირაძეს და
ნიკოლოზ სვანიძეს საჩუქრად IPAD-ები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და
საქართველოში ვატიკანის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მამა ფილიპო
ჩამპანელი 25 დეკემბერს აფრიამაშვილების ქართულ კათოლიკურ ოჯახს
ეწვივნენ, ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები
გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ ცნობილ
ტელეწამყვანებთან დუტა სხირტლაძესა და შორენა ბეგაშვილთან ერთად, ქუთაისის №42
ყრუ-მუნჯთა სკოლა-პანსიონს ეწვივნენ და მოსწავლეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში თანამედროვე სტანდარტების სკოლის
მშენებლობა იწყება. ტერიტორია,
სადაც ახალი სკოლა
აშენდება საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან
ერთად დაათვალიერა.
მორიგი ქართული ენის სახლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ამჯერად
მარნეულში გახსნეს.
პირველი ექსპერიმენტული სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ტურიზმის
ეროვნული სააგანეტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძემ და საგანმანათლებლო
დაწესებულების მანდატურებმა საბავშვო-ანიმაციური რუკები გადასცეს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შვეიცარიაში
ოფიციალურ ვიზიტს
განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შვეიცარიის განათლების მინისტრთან
მაურო დელ ამბროჯიოსთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება, სადაც ხელი მოეწერა
ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და ბირთვული კვლევის საერთაშორისო
ორგანიზაცია “ცერნს” შორის.
ქუთაისის მანდატურებმა
და მოსწავლეებმა №29 საჯარო სკოლის
ეზოში ხეები დარგეს და სკოლის ტერიტორია გაამწვანეს.
ერთობლივი აქციის ფარგლებში სკოლის ეზოში
50 ნერგი დაირგო. მანდატურების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ აქციებში
მოსწავლეები და მანდატურები ერთობლივად არიან ჩართულები და ერთად ზრუნავენ
სკოლის გამწვანებაზე და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე დასამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დირექტორი
ნათია ჯოხაძე თბილისის
კლასიკური გიმნაზიის პედაგოგებს შეხვდნენ და I-VI კლასების საგნობრივი გზამკვლევები წარუდგინეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ
სურგულაძე სამინისტროს დელეგაციასთან ერთად სურინამის რესპუბლიკაში
ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა და №151,
№43, №2, №157 და №
22 საჯარო სკოლის მოსწავლეები "ნატახტარის" ქარხანას
ესტუმრნენ. მანდატურები და მოსწავლეები
ერთად გაეცნენ ლიმონათის წარმოების,
სასწავლო
დაწესებულების მანდატურები წავკისში საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული
წმინდა კვირიკესა და ივლიტას დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრნენ
ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს წმინდა ბარბარეს დღესასწაული მიულოცეს და მთელი დღე
მათთან ერთად გაატარეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე
ქურდაძემ ინკლუზიური განათლების სფეროში შეტანილი წვლილისათვის
მულტიდისციპლინური გუნდის 40 წევრს მადლობის სიგელები გადასცა.
ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში დღეს მოზარდების
მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტები დაათვალიერეს და გამარჯვებული პროექტების
ავტორები დააჯილდოვეს საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი
რესურესების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა,