საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”
ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჩამოსვლა გრძელდება.
ამჯერად, მორიგი ჯგუფი ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან,
ავსტრალიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოვიდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის
საჯარო სკოლების 200-მდე მეთორემეტეკლასელს შეხვდა და ის ცვლილებები
გააცნო, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში 2012 წლის 1
იანვრიდან შევა. ლიბერალური ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით
ხორციელდება:
ქუთაისის
ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დირექტორები
ქართულ ენაში ტრენინგს გადიან. ინტენსიური ტრენინგის კურსს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
კოკა სეფერთელაძე დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა
საძირკველში კაფსულის ჩაშვებით გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრისა და საცურაო აუზის
მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. პირველი სამშენებლო სამუშაო სიმბოლურად თავად პრეზიდენტმა სპეციალური
ტექნიკის გამოყენებით შეასრულა.
სოფელ ახუთში ახალი საჯარო
სკოლა აშენდა. თანამედროვე სტანდარტების ახალი საგანამანათლებლო დაწესებულება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა
სეფერთელაძემ გახსნა.
მანდატურები გორის
კლინიკაში არსებულ ცერებრალური დამბლით დაავადებულ
ბავშვთა ცენტრს ესტუმრნენ, მანდატურებმა მოზარდები მოინახულეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს.
თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის შვიდი მეთორმეტეკლასელი
ორი კვირით ლონდონში გაემგზავრება. ეს გადაწყვეტილება დიმიტრი შაშკინმა შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლა-პანსიონში სტუმრობისას მიიღო.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ყირგიზელ
ბიზნესმენებს შეხვდა და პირადად გააცნო ის რეფორმები, რომელიც ჩვენი
ქვეყანის განათლებისა და
მეცნირების სფეროში მიმდინარეობს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანული
კომპანია ”ფიუვეს” წარმომადგენელმა ინგე ბერგერმა მასწავლებლის სახლში
თანამშრომლობის
მემორანდუმს მოაწერეს
ხელი და
საერთაშორისო კონფერენცია გახსნეს.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ფოთის პროფესიულ კოლეჯში ,,ფაზისი’’ ახალი
სამკერვალო სახელოსნო გახსნა. სახელოსნო გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში
თანამედროვე სამკერვალო ტექნიკით აღიჭურვა.
ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე
დაცული საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ თბილისის №60 საჯარო სკოლის
მოსწავლეებს ახალი კომპიუტერული თამაში ”ხელოვნება”
გააცნო. თამაში სკოლებში სასწავლო პროგრამის პარალელურად დაინერგება და
მოსწავლეებს მსოფლიო ხელოვნებისა და კულტურის შესწავლაში დაეხმარება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ ქუთაისში
პროფესიულ კოლეჯში ,,იბერია’’ დურგლის ახალი სასწავლო სახელოსნო გახსნეს.
სახელოსნოს მშენებლობას საფუძველი 2011 წლის 9 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა
ჩაუყარა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოში
ვატიკანის ელჩის მოვალეობის
შემსრულებელმა ფილიპო ჩამპანელიმ თბილისის
კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების უნიკალური გამოცემა წარუდგინეს
და წიგნის რამდენიმე ეგზემპლიარი სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე
ქურდაძემ ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში
გამართული თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულ სკოლებს პორტატული
კომპიუტერები გადასცა.