შერატონ მეტეხი პალასში საზღვარგარეთ
მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი გაიმართა. ფორუმი საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის
ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა გახსნეს.
ეგვიპტური მასმედიის,
წამყვანი ტელევიზიებისა და ჟურნალების წარმომადგენლები საქართველოში
სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმების გასაცნობად და გასაშუქებლად
ჩამოვიდნენ.
საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის
წარმოამდგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებში შეხვედრებს განაგრძობენ.
ამერიკელი სტუმრები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური
დეპარტამენტის ხელმძღვანელ შოთა უტიაშვილს შეხვდნენ და პოლიციის რეფორმებს
გაეცნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი
შაშკინმა კემბრიჯის უნივერსიტეტში წაიკითხა
ლექცია და განათლების გლობალურ ფორუმზე სიტყვით
გამოვიდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი
ჩახნაშვილმა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს გენერალური
დირექტორის მოადგილემ კარი ბრუსტარდიმ საქართველოში ინკლუზიური განათლების
განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალ საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს
ხელი.
პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში
საქართველოში
უცხოელ
პედაგოგთა
ჩამოსვლა
გრძელდება.
დღეს
თბილისში
მსოფლიოს
სხვადასხვა
ქვეყნიდან
უცხოელი
პედაგოგების
მორიგი
ჯგუფი
ჩამოვიდა.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მანდატურის სამსახური
მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი ხდება. ამ გადაწყვეტილების
შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ
მოადგილეს კოკა სფერთელაძესა და ამერიკის მანდატურთა ასოციაციის
წარმომადგენლებთან შეხვედრისას გახდა ცნობილი.
ვიზიტის ფარგლებში ამერიკენმა სტუმრებმა დაათვალიერეს მრავალფუნქციური
მასწავლებლის სახლი, სადაც მიმდინარეობდა ქართველ მანდატურთა ტრენინგი
ინკლუზიური განათლების კუთხით.
საქართველოში მყოფი ამერიკის მანდატურთა ასოციაციის წარმომადგენლები
თბილისის №1 ექსპერიმენტალურ სკოლას ეწვივნენ, სადაც სკოლის მანდატურებს
შეხვდნენ და მათ ყოველდღიურ საქმიანობას გაეცნენ.
ამერიკელმა სტუმრებმა პოლიციის აკადემიაც მოინახულეს, ნახეს ის გარემო,
სადაც ხდება მანდატურების გადამზადება, როგორც თეორიაში, ასევე სპორტულ
ნორმატივებში.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტში სასწავლებლად 160 ინდოელი სტუდენტი ჩამოვიდა. უცხოელ
სტუდენტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დახვდა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ”საქართველოს ეკონომიკის
ოლიმპიადა 2011”-ის 1, 2 და 3 ადგილზე გასულ
სტუდენტებს პორტატული კომპიუტერები გადასცა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროფესიული სასწავლო
დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოს მთავრობის
ათპუნქტიანი
სამოქმედო გეგმა გააცნო.
მასწავლებლის
სახლში არსებულ თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში ილია ვეკუას სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის
უფროსკლასელებს
ფიზიკის გაკვეთილი ჩაუტარდათ.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან
სისაურმა ქართველ მეცნიერებს
მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცეს და ახალგაზრდა მეცნიერთა
სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულებს სერთიფიკატები გადასცეს.