საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინჟურნალის „დიგიტალური ქართველოლოგია‘‘ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კვიპროსში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა სან მარინოს რესპუბლიკის განათლების მინისტრთან ანდრეა ბელუცისთან. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კვიპროსის რესპუბლიკის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, პროდრომოს პროდრომუსის მიწვევით, ნიქოზიაში გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერით ორგანიზებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ყველა პედაგოგს, კონკურსის ფინალისტებს, პროფესიული დღე მიულოცა და მომავალი თაობის აღზრდის საქმეში მასწავლებლების როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სიმპოზიუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო. ნუნუ მიცკევიჩი სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის სახელით იუბილე მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პედაგოგებს მიმართავს და პროფესიულ დღეს ულოცავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ალი ქაან ორბაისთან. შეხვედრისას მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აჭარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ბათუმის პირველ საჯარო სკოლას ეწვია, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება კიდევ ერთხელ პირადად მიულოცა.
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საჯარო სკოლა აშენდება. მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად მიიღო. მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მთელი საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ევროკავშირის პროგრამების მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „მეცნიერებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის ხელშეწყობა კვლევისა და ინოვაციის ერთობლივი პრიორიტეტებით“ გაიმართა. ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა კვლევისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით კომუნიკაციების კომისიამ და მედია აკადემიამ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის კონკურსი – „ნამდვილი თუ მოგონილი?!‘‘ გამოაცხადა, რომლის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების, მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მე-12 კლასში შემავალი საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების განრიგი დაამტკიცა. მე-12 კლასში შემავალი საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ, ელექტრონული ფორმით, სისტემის მიერ შერჩეულ სკოლებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გილოცავთ ენების ევროპულ დღეს! 26 სექტემბერს საქართველოში, ისევე როგორც ევროპაში, ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები იმართება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორებთან თომას ბორტფელდთან და ბენჯამინ კლასისთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წამყვანი პროფესორების ჩართულობის საკითხები განიხილეს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი სტივენ ჯონსი ესწრებოდა.