საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოებას. ამჯერად, მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და ქალქა ქუთაისის მერმა გია თევდორაძემ იმერეთის რეგიონის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.
პროექტის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფარგლებში საქართველოში მოხალისე პედაგოგების ჩამოსვლის ახალი ეტაპი გრძელდება. დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.