საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ
კორპუსს დილით ეწვია და მასწავლებელთა რეგისტრაციის პროცესს გაეცნო. დღეს
გამოცდებს დაწყებითი კლასების, ქიმიისა და ისტორიის პედაგოგები აბარებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, დამოუკიდებელი და
ობიექტური რადიოს ”ეხო მასკვის”
მთავარ რედაქტორს ალექსეი ვენედიქტოვს შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერისტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მაგისტრებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ზესტაფონის №7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს გიორგი ედიბერიძეს საკუთარი სკოლის საუკეთესო ვებ-გვერდის შექმნისთვის პორტატული კომპიუტერი გადასცა.
მანდატურებისა და გარემოს დაცვის
სამინსიტროს ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში
„პოლიეთილენის პაკეტი-ბუნების მტერია„ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია
მთელი დღის განმავლობაში სუფთავდებოდა.
პედაგოგთა სასერტიფიკატო
გამოცდები პროფესიულ უნარებში
დასრულდა. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და სამინისტროს მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ბრიფინგი გამართეს.
დაიწყო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა სამეურვეო საბჭოებისათვის
წარდგენის პროცესი. საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის
პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის კლასიკური გიმნაზიის
სამეურვეო საბჭოს დირექტორობის კანდიდატი ამირან ჯამაგიძე წარუდგინა.
ეროვნულ სასწავლო
ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეთა ფიზიკის ნაკრები საერთაშორისო
ოლიმპიადა 2011-ზე გაემგზავრა. საქართველოს წარგზავნილები ტაილანდის
დედაქალაქში ფიზიკის 42-ე საერთაშორისო
ოლიმპიადაზე ჩვენი ქვეყნის სახელს დაიცავენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ ირინე ქურდაძემ ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური პროფესიული ცენტრი მოინახულა.
სასწავლებელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე
დაარსდა და 2011 წლის მარტიდან
ფუნქციონირებს.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება,
სადაც ვარშავაში გამართული კონფერენციის
,,მობილობის აღმოსავლეთ განზომილება” მუშაობაში იღებს მონაწილეობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა
სეფერთელაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ
“განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის
პროგრამის” ფარგლებში, რუსთავის სკოლების 24 წარჩინებულ კურსდამთავრებულს
ოქროს მედლები გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე მასწავლებლის
სასერტიფიკაციო
გამოცდის მიმდინარეობას
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში აკვირდებოდა.
6 ივლისს პედაგოგთა
სასერტიფიკატო გამოცდები დაიწყება. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, სამინისტროს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა
და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა
ბრიფინგი გამართეს.
ზოგად უნარებში
გამოცდები 4 და 5 ივლისს ოთხ ნაკადად ჩატარდება. უნარების გამოცდის დაწყებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ
კორპუსში აკვირდებოდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ
სურგულაძე სკოლებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლების
სწავლების საგანმანათლებლო პროგრამის
(1995-2011 წ.წ.) ანგარიშის პრეზენტაციას და წითელი ჯვრის საერთაშორისო
კომიტეტის მიერ,
პროგრამის სამინისტროსათვის გადაცემის ცერემონიას დაესწრო.