საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
ეროვნული პროფესიული საბჭოს გაფართოებული სხდომის მუშაობაში მიიღო
მონაწილეობა.
ღონისძიება სოციალური პარტნიორობის თემაზე გაიმართა და მისი
ორგანიზატორები იყვნენ: სამინისტრო, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
და საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ.
რვა მილიონი ლარი
დაიხარჯება სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლისთვის სახელმძღვანელოების შესაძენად.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი
შაშკინმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი
საგნის ,,საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოების’’ სწავლება დაიწყება. ახალი საგნის
1600 პედაგოგი გადამზადებას შინაგან საქმეთა აკადემიაში გაივლის, სადაც
სპეციალურად მათთვის სახელძღვანელო
დაიწერა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი იწყებს ახალი
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ტრენინგებს მასწავლებელთათვის და სკოლების ადმინისტრაციისთვის.
სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კიდევ ერთი ლამაზი დღე დაუთმო. მანდატურებს და გლდანის ბავშვთა სახლის
აღსაზრდელებს კინოთეატრმა „რუსთაველმა“ უმასპინძლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დიმიტრი შაშკინი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორი, პროფესორი გიგი თევზაძე ბაკალავრების გამოსაშვებ
საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინგლისური ენის სწავლების თემაზე
გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ინგლისური
ენის წარმატებულ სწავლებას მიეძღვნა და მასში თბილისიდან და საქართველოს სხვა
ქალაქებიდან 100-ზე მეტი პედაგოგი მონაწილეობდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და
საქართველოს შსს აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე სასწავლო
დაწესებულებების მანდატურთა მიერ სპორტული ნორმატივების ჩაბარების პროცესის
მიმდინარეობას გაეცნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პროფესიული კოლეჯი „პროფესიონალი“ მოინახულა. კოლეჯი შრომის
ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სასწავლო დაწესებულებაა, სადაც სამინისტროსა და
დამსაქმებელთა ორგანიზაციების დახმარებით, მუდმივად მიმდინარეობს სასწავლო
ინფრასტრუქტურის განახლება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, ერთიანი
ეროვნული გამოცდებისთვის წელს საქართველოს მასშტაბით გახსნილია 15
საგამოცდო ცენტრი. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის რეგიონალური
ინფრასტრუქტურა არ იძლევა ტესტების განთავსების შესაძლებლობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის საერთაშორისო
აეროპორტში, ბრიტანეთიდან ჩამოტანილი ერთიანი ეროვნული გამოცდების,
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისა
და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტების საცავებში
ტრანსპორტირების პროცესს დაესწრო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლები ნ. დუმბაძის სახელობის
სახელმწიფო საბავშვო თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ, რომელიც ცენტრში შექმნილი ”სასკოლო სპექტაკლებისა და ღონისძიებების
სცენარების” მიხედვით დაიდგა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა
სეფერთელაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი
ნადარეიშვილმა, გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF–ის წარმომადგენელმა რულანდ
მონაშმა „ბავშვთა კეთილდღეობის 2008-2011 წლების
სამთავრობო სამოქმედო გეგმისა“ და
პროფესიული გადამზადების ფარგლებში, ხელი მემორანდუმს მოაწერეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის
დავალებით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია იმ სკოლების ადმინისტრაციების
საქმიანობის შესწავლას იწყებს, რომლებმაც საატესტატო გამოცდებზე დაბალი
აკადემიური მოსწრება აჩვენეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს
ტექნიკურ უნივერსიტეტში
ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნოპარკის პრეზენტაციას დაესწრო.