სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა და კომპანია „ტკბილმა ქვეყანამ“ ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულეს. ერთობლივი აქციის ფარგლებში 200-მდე აღსაზრდელს მანდატურებმა და კომპანია „ტკბილმა ქვეყანამ“ ტკბილეულობა, სათამაშოები და სხვა სახის საჩუქრები გადასცეს
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, პროფესიულ კოლეჯში ”აისი” გაიმართა
ერთდღიანი კონფერენცია თემაზე: ”პროფესიულ კოლეჯებს შორის საუკეთესო პრაქტიკის
გაზიარება”.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის
რეგიონალური ცენტრის მიერ გაწეული
საქმიანობის, სამომავლო გეგმებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
საზოგადოების მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაციას დაესწრო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოფიციალური
ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა აზერბაიჯანის
განათლების მინისტრს მისარ მარდანოვს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა
პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა პედაგოგებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა წარუდგინეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ
სურგულაძე მათემატიკური კონკურსის „იმედი ხვალის“ გამარჯვებულთა
დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის საუკეთესო მოსწავლე,
მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლა და ასევე,
საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე
ქურდაძემ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
დაცვის დღისადმი მიძღვნილი ფორუმისა და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო
მონაწილეობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გურამ
თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის ახალი კორპუსი,
კრიმინალისტიკისა და ტელე-რადიო ლაბორატორიები გახსნა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში I-VI კლასებისთვის ახალი სასკოლო
სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. მ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა
სეფერთელაძემ და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და
შეფასების ცენტრის
დირექტორმა ნათია ჯოხაძემ კონკურსის შედეგები შეაჯამეს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
საატესტატო გამოცდებზე საუკეთესო შედეგის მქონე კურსდამთავრებულებს შეხვდა. შეხვედრაზე მყოფმა მოსწავლეებმა ყველა საგანში
საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ფაქტი
გამოავლინა. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა
სასკოლო წიგნების გრიფირებასთან დაკავშირებულ კორუფციული გარიგების
მცდელობას.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პროფესიულ კოლეჯში ,,იკაროსი’’
სწავლების ახალი ცენტრი გახსნეს. ცენტრში მსურველებს შეუძლიათ დაეუფლონ ლიფტების
ელექტრომექანიკოსის პროფესიას.