საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურანლისტებისათვის გამართულ სემინარში მიიღო
მონაწილეობა. სემინარი სამინისტროს გამოცდების ეროვნული
ცენტრის მიერ ჩატარდა და საატესტატო გამოცდების თაობაზე ჟურნალისტების
ინფორმირებას ისახავდა მიზნად.
ხუდადოვის ტყეში 500 ნერგი
დაირგო. „დარგე ხე გაამწვანე
თბილისი“ აქციის ფარგლებში 500 სკოლის
მანდატურმა დღეს კედრებისა და კიპარისის
500 ნერგი დარგო. აქციაში
მონაწილეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინიც იღებდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
სამინისტროს თანამშრომლებთან გაფართოებული შეხვედრა გამართა და წარმატებულ
თანამშრომლებს ღირსების ორდენი გადასცა, რომლითაც ისინი საქართველოს
პრეზიდენტმა
დააჯილდოვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლები და
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუნესკოს
ინტერკულტურული დიალოგის კათედრის თანამშრომლები ქ. გორის №8 საჯარო სკოლის
მეთერთმეტეკლასელებს ეწვივნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და
სამინისტროს შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა
დირექტორმა სულხან სისაურმა მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის “ლეონარდო
და ვინჩი” გამარჯვებულები დააჯიდოვეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში მოსწავლეთა მიერ შექმნილი ინოვაციური
პროექტების გამოფენას გაეცნო. გამოფენა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” ფარგლებში
გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და
საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“
(TLG) წარმომადგენლები თბილისის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის,
კახეთისა და შიდა ქართლის საჯარო სკოლებში მოღვაწე უცხოელ მოხალისე
მასწავლებლებს შეხვდნენ.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
და მინისტრის მოადგილეები
პროფესიული სასწავლებლების საქმიანობის ადგილზე გაცნობას განაგრძობენ. ამჯერად,
მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ გორის
რაიონის სოფელ ხიდისთავის პროფესიული კოლეჯი მოინახულა.
საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე
და
ისწავლე
საქართველოსთან
ერთად”
ფარგლებში,
ინგლისური ენის მოხალისე
მასწავლებელთა
მორიგი
ჯგუფი
ჩამოვიდა ამერიკიდან,
ინგლისიდან,
კანადიდან,
ფილიპინებიდან და გერმანიიდან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ საქართველოს
ტექნიკურ უნივერსიტეტში მეხუთე საერთაშორისო ოლიმპიადა გახსნა. ოლიმპიადა
ილია ვეკუას თასზე პროგრამირებაში ტარდება და გამოჩენილი ქართველი
მათემატიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ვეკუას
ხსოვნას ეძღვნება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა
საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელიც სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და
მისი ორგანიზატორი სკოლა-ლიცეუმი ”მწიგნობართუხუცესი” იყო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დარგის ცნობილი მეცნიერები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის
წარმომადგენლები დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლას ეწვივნენ.
აღნიშნული
სკოლა ერთ-ერთია იმ სამი სკოლიდან, რომლებზეც ცენტრს
კურატორობა აქვს
აღებული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ, სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) პროფესიულ განათლებაზე კონფერენცია
გამართეს. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი
შაშკინმა გახსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი საგნის "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება" შემოღება იგეგმება.