ზუგდიდისა
და ფოთის სკოლის მანდატურებმა ზუგდიდის მრავალპროფილიან საავადმყოფოში
სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. მანდატურების მიერ ჩაბარებული სისხლი
ონკოჰემატოლოგიურ
განყოფილებას მოხმარდება, ჩაბარებული სისხლის გამოყენება შეეძლება
ონკოლოგიურად დაავადებულ ნებისმიერ ბავშვს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლანჩხუთის მოსახლეობას
შეხვდა.
მოსახლეობასთან
მინისტრის
შეხვედრა
კითხვა-პასუხის
რეჟიმში
წარიმართა
და
იგი
ქვეყანაში
მიმდინარე
პროცესებს,
განხორციელებულ
რეფორმებსა
და
სამომავლო
გეგმებს
შეეხებოდა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო
ფონდი ფუნდამენტური კვლევებისთვის ახალ, სახელმწიფო სამეცნიერო
გრანტების კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია ახალი ან უფრო
სრულყოფილი ცოდნის მიღება ამა თუ იმ სამეცნიერო დარგში.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ ტესტებთან დაკავშირებით,
სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, გამოცდების
მოახლოებასთან ერთად პრესის ჯიხურებში გამოჩნდა პერიოდული გამოცემები,
რომლებიც ახალგაზრდებს გამოსაშვები თუ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის
"მოსამზადებელ ტესტებს" სთავაზობს (,,აბიტურიენტი", ,,სასკოლო ტესტები" და
სხვ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროში, პირველად
საქართველოში ქართულის, როგორც უცხო ენის სტანდარტი შემუშავდა. პროექტის შექმნის შესახებ ინიციტივით
სამინისტროს ეროვნულ დემოკრატიული პარტიის
წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ მიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
ამჯერად, ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი (IT)
მოინახულა. IT ცენტრი ერთადერთია საქართველოში, სადაც მხოლოდ ინფორმაციულ
ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სახელობო პროგრამები სამი ძირითადი
მიმართულებით ხორციელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერები
მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი
საქართველოში ჯონ ბასი თბილისის №72 საჯარო სკოლაში სასკოლო სამოქალაქო კლუბების
პრეზენტაციას დაესწრნენ. კლუბები
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მხარდაჭერითა და პირველი ლედის პატრონაჟით, თბილისის პირველ
საჯარო სკოლაში ,,ჯანმრთელი და უსაფრთხო სკოლის (ჯუს)’’ პროექტის
ფარგლებში პრეზენტაცია გაიმართა.
საინფორმაციო პორტალმა onlinenews.ge-მ ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტ მომხამრებლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე
თუ „რომელი სამინისტროს ვებ-გვერდია ყველაზე ინფორმაციული?“ - 10500-მა
უნიკალურმა მომხმარებელმა უპასუხა და გამოკითხვის შედეგად შემდეგი
გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა
მაია მიმინოშვილმა მასწავლებლებს ახალი დამხმარე სახელმძღვანელო „ბიოლოგია“
წარუდგინეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი წალკის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან მინისტრის
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში
წარიმართა და იგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, განხორციელებულ რეფორმებსა და
სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.
თბილისის №157-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამიერიდან სპორტის
გაკვეთილები განახლებულ სპორტულ დარბაზში ჩაუტარდებათ. საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი მოინახულა
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი
შაშკინი ქვემო ქართლის
გუბერნატორთან დავით კირკიტაძესთან ერთად ამჯერად, რუსთავის პროფესიულ კოლეჯს ,,მოდუსი“
ეწვია და სასწავლებლის საქმიანობას ადგილზე გაეცნო.
გამოყენებითი და ტექნოლოგიური კვლევების შემდგომი ხელშეწყობისთვის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალ კონკურსს აცხადებს.
გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის
მიზანია საერთაშორისო ან ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადი მაღალტექნოლოგიური
ინოვაციური პროდუქტის შექმნა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა სტუ-ს რეაბილიტირებული სააქტო დარბაზი გახსნეს