პროფესიული სწავლების ცენტრების „სპექტრი“, ”მარგი” და
თბილისის მრვალპროფილიანი ცენტრის სტუდენტებმა თბილისის 173-ე საჯარო სკოლის
პირველკლასელთა საკლასო ოთახები გაარემონტეს და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საკრებულოს წევრი,
ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი კომპანია ”გოგლი-მოგლის” წარმომადგენლებთან ერთად,
თბილისის
პირველ საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მორიგი, თანამედროვე
სტანდარტების
შესაბამისი
სასადილო
გახსნეს.
საქართველოს
პრეზიდენტმა
მიხეილ
სააკაშვილმა
და
განათლებისა
და
მეცნიერების
მინისტრმა
დიმიტრი
შაშკინმა
კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის საერთო საცხოვრებელი, სასტუმრო და ღვინის
სახლი გახსნეს.
ახალი წლიდან საქართველოში უცხოელ
მოხალისე პედაგოგთა მეორე ჯგუფი ჩამოვიდა. საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე
საქართველოსთან ერთად” ფარგლებში
ჩამოსული კვალიფიციური პედაგოგები ამერიკიდან,
ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ირლანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ფინეთიდან, ფილიპინებიდან და ლიტვადან არიან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა
მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ ზესტაფონის
რაიონის სოფელ ფუთში მშენებარე ახალი სკოლა მოინახულეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ყაზახეთის
ჟაუტიკოვის 2011 წლის მე-7
საერთაშორისო ოლიმპიადაში
გამარჯვებული 5 მოსწავლე პერსონალური
კომპიუტერებით დააჯილდოვა.
თსუ–ს საბავშვო უნივერსიტეტმა გასვლითი ლექციების
ციკლი დაიწყო. თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები წეროვანის №3 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და
მოსწავლეებისთვის ლექციები
ჩაატარეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ
სურგულაძემ და ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში მაჯიდ
საბერმა თბილისის №1 საჯარო სკოლაში ირანული კულტურისა და ენის ცენტრი –
,,ირანის ოთახი“ გახსნეს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ილიას უნივერსიტეტის
რექტორი გიგი თევზაძე და უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა
ინსტიტუტის წარმომადგენლები ზღვისა და ტბების კომპლექსური კვლევისათვის
განკუთვნილი აპარატურის ტესტირებას დაესწრნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის №64 საჯარო სკოლაში ქართული ცეკვის
პირველი გაკვეთილის მიმდინარეობას გაეცნო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და
უნეტარესმა ილია II და საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საპატრიარქოში გამართულ
შეხვედრაზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის
სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს სასწავლებლისთვის საგანმანათლებლო
დაწესებულების სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის
საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაიამ საზღვარგარეთ
არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია
გამართეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ
პროექტს ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”, გაზეთმა
”New York Times”-მავრცელი სტატია
მიუძღვნა.