2011 წლის
20-23 იანვარს საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების ინიციატივით ერევანში გაიმართა
საერთაშორისო ოლიმპიადა ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში. ორივე მხრიდან თითოეულ დისციპლინაში მონაწილეობდა 10-10 მოსწავლე.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და იტალიის ელჩმა საქართველოში
ვიტორიო სანდალმა იტალიურ სკოლა ''ცისკარის'' მოსწავლეებსა და პედაგოგებს იტალიური ენის პედაგოგი მაიკლ ბიასილი წარუდგინეს.
ახალი სემესტრის დაწყება მოსწავლეებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 55-ე საჯარო
სკოლიდან მიულოცა. მინისტრი კომპანია ,,გოგლი-მოგლის’’ მიერ ორგანიზებულ აქციას
დაესწრო.
განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის
დირექტორმა და მინისტრის მოადგილემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
სკოლის მანდატურებმა გლდანის ბავშვთა სახლის 20 აღსაზრდელს კიდევ ერთი ლამაზი დღე დაუთმო.
სკოლის მანდატურებს და გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კინოთეატრმა „ამირანმა“
უმასპინძლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი პოლონეთის სახელმიწიფო მინისტრისა და განათლების ეროვნული მინისტრის მოადგილეს მიროსლავ
სილატიცკის შეხვდა და პოლონეთთან მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ტექნიკური დარგების განვითარებისა და
სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლების მიზნით, 2011 წლის
მარტის ბოლომდე 450 ლაბორატორია 150 სკოლაში გადანაწილდება.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში
ახლადაშენებული სკოლა გახსნეს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრ ”თანადგომას” ბინადართ
ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის
დირექტორმა ცენტრში მყოფ 23 სმენადაქვეითებულ ახალგაზრდას საჩუქრები
გადასცა.
2011 წელს, სურვილის შემთხვევაში, ყველა
სერტიფიცირებული პედაგოგი შესძლებს გადალახოს ინგლისური ენის ცოდნისა და კომპიუტერული
უნარ-ჩვევების ფლობის მინიმალური კომპეტენცია და
დამატებითი ანაზღაურება მიიღოს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საჯარო სკოლებში კლასების გაყოფასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთიანი
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საქართველოს საჯარო სკოლებს აქვთ უფლება მოახდინონ კლასის გაყოფა და ახალი კლასის
შექმნა.
სკოლის მანდატურებმა სამტრედიის №15 სპეციალური საჭიროების
მქონე ბავშვთა სკოლა-პანსიონი მოინახულეს
და მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს ძველით ახალი წელი მიულოცეს.
მანდატურებმა მოსწავლეებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცეს.