საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის პროექტში ”ყველაზე ჭკვიანი” გამარჯვებული მოსწავლე
ნინო ეფრემიძე პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა
სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს, რომლებიც არდადეგებს სკოლაში ატარებენ, საახალწლოდ საჩუქრები გადასცა.
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის
161-ე საჯარო სკოლაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის მიმდინარეობას გაეცნო.
გრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პროცესი. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სკოლის
შენობაში განაახლებს სწავლას ახალქალაქის მესამე საჯარო სკოლის 130-მდე მოსწავლე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა
მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მესაბიშვილმა სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევის მოსახლეობას
ახალი სკოლის პროექტი წარუდგინეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია
მიმინოშვილმა 2011 წლის სასწავლო ეროვნულ ოლიმპიადასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
ორგანიზებითა და ნინო ანანიაშვილის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით, ”თბილისი
არტ ჰოლში” 200 ბავშვისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან საშობაო წარმოდგენა
გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური ყველაზე ხანდაზმულ
აკადემიკოსს, ქალბატონ ნინო ჯავახიშვილს ესტუმრნენ და დამდეგი შობა მიულოცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ინიციატივით, მოსწავლეებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და ომში
დაღუპულ ქართველ გმირთა შვილებს ”ბარამბოს” ტკბილეულის ქარხანამ უმასპინძლა.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს
აკადემიის
რექტორმა ხატია დეკანოიძემ სკოლის მანდატურის ინსტიტუტის დანერგვასთან
დაკავშირებით
შემაჯამებელი ბრიფინგი გამართეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
გადაწყვეტილებით, გურჯაანის რაიონის სოფელ
მელაანში 200 ბავშვზე
გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა შენდება, რაზეც ერთი მილიოaნი ლარი დაიხარჯება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი
შაშკინმა 13 წლის გიორგი მალაზონიას ახალი წელი პირადად მიულოცა და საჩუქრად
პერსონალური კომპიუტერი გადასცა. მოზარდი დედობილთან ქალბატონ მარიამ ზაალიშვილთან
ერთად, უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №10 საჯარო სკოლის
ბიოლოგიის მასწავლებელს ქეთევან დოლიძეს სახლში ეწვია, ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად პერსინალური კომპიუტერი გადასცა.