საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №10 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს ქეთევან დოლიძეს სახლში ეწვია, ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად პერსინალური კომპიუტერი გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლა და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა.
გრძელდება სკოლის მანდატურთა საქველმოქმედო აქციები. ამჯერად, მანდატურებმა კომპანიის „ტკბილი ქვეყანა“ წარმომადგენლებთან ერთად, ბავშვთა სახლ „ბავშვთა სოფელში“ მოზარდები მოინახულეს და წინასაახალწლოდ საჩუქრები გადასცეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფელ ჟახუნდერში 100 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება, რომელიც 2011 ახალ სასწავლო წელს საზეიმო ვითარებაში გაიხსნება.