თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები
ერთმანეთს ხელბურთის სახეობაში შეეჯიბრნენ. ფინალურ შეჯიბრში ერთმანეთს მერვე
კლასის მოსწავლეები შეხვდნენ. ხელბურთში შეჯიბრი სპორტის გაკვეთილების
ფარგლებში ტარდება.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 2010 წლის შედეგები მასმედიის წარმომადგენლებთან
გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმის’’ ოფისში შეაჯამა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე სპეციალური მასწავლებლის სტანდარტის პრეზენტაციას
დაესწრო. პრეზენტაცია სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის ექსპერტებმა წარმოადგინეს
საქართველოს პრეზიდენტის
ინიციატივით, დიმიტრი შაშკინმა გამოჩენილ მეცნიერს, ასტროფიზიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოსს,
ბატონ ჯუმბერ ლომინაძეს ნაყოფიერი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მოღვაწეობისათვის ბრწყინვალების ორდენი გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ცენტრის
დირექტორი გია მამულაშვილი სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა სამინისტროს 2010 წლის ანგარიში
პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის (2009-2012 წლები)
განხორციელების შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილე ირინე ქურდაძე ცეკვის მასწავლებელთა სემინარის მიმდინარეობას გაეცნო.კონკურსის წესით შერჩეული50 ცეკვის მასწავლებელი, სემინარის
გავლის შემდეგ, საპილოტე პროექტის ფარგლებში თბილისის სკოლებში შევლენ და ქართულ
ცეკვებს შეასწავლიან მოსწავლეებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
განათლების სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ 2010 წელს
განხორციელებული რეფორმის ანგარიში წარუდგინა.
პრეზიდენტის
მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში მორიგი,
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასადილო გახსნა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში
აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მოქვის სახარების გადასარჩენად გამართულ
საქველმოქმედო აქციას დაესწრო. დიმიტრი შაშკინის თქმით, საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება მოქვის სახარების გადარჩენის
პროცესში
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საბურთალოს რაიონის
მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მელაძე კალათბურთში საბურთალოს რ-ნის საჯარო სკოლებს
შორის ჩატარებული ტურნირის ფინალურ
შეხვედრას დაესწრნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე 202-ე
უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონს ეწვია და სადაზღვევო კომპანია ,,ალფას’’
მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ტეხასის
საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი
რონალდ აქვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და
English book Georgia-ს ორგანიზებით მიმდინარეობს