საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №181 საჯარო სკოლის
უფროსკლასელებთან ერთად, დოკუმენტური ფილმის ,,საბჭოეთის
ისტორია”ჩვენებას დაესწრო.
სრულიად
საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის
ლოცვა-კურთხევით მიმდინარე აქციაში - „
დარგე ხე, გაამწვანე თბილისი“ ამჯერად, პროგრამის -”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული უცხოელი პედაგოგებიც
ჩაერთნენ.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროფესიული სწავლების ცენტრში ”სპექტრი” მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორისა და
შემდუღებლის ახალი სასწავლო კურსის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზიდენტი ასევე გაეცნო
სხვადასხვა პროფესიებში მიმდინარე სასწავლო პროგრამებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა
ხაჩიძემ თბილისის №123 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ანიმაციური
ფილმი „ბოცო და გვანცა“ წარუდგინეს.
პროგრამა ,,აინშტაინის” ფარგლებში
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის
ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლას საბუნებისმეტყველო
საგნების სასწავლო ლაბორატორია გადასცა.
№71-ე საჯარო სკოლის მანდატურები, მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექციის
წევრები გამჯაშვილების 14 სულიან ოჯახს ესტუმრნენ. ოჯახის 5 ბავშვი ამავე
სკოლაში სწავლობს. მანდატურებმა და სკოლის დირექციამ ისინი
საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ტანსაცმლით დაასაჩუქრეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების
დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და
ტრენინგების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა ხელი მოაწერა
თანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის ნოდარ
დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრთან და გიორგი მიქელაძის
სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრთან.
სკოლის მანდატურები თავშესაფარ „კათარზისს“ ესტუმრნენ და იქ მცხოვრებ
მოხუცებს ტკბილეული გადასცეს. მანდატურებმა ერთი დღე „კათარზისის“
მოხუცებთან ერთად გაატარეს და მათი პრობლემები მოისმინეს.
ახლადდამტკიცებული ეროვნული სასწავლო
გეგმის სასწავლო პროცესში იმპლემენტირება 2011 წლის 15 სექტემბერს დაიწყება. საწყის ეტაპზე ახალი ეროვნული სასწავლო
გეგმა პირველ საფეხურზე (პირველი-მეექვსე კლასი) დაინერგება,
2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდების შემოღებასთან დაკავშირებით,
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-12 კლასისთვის
განკუთვნილ საათობრივ ბადეში ე.წ. ”აბიტურის საათები” გამოიყო. აბიტურის
საათი ეროვნული სასწავლო გეგმითაა გათვალისწინებული და იგი განვლილი
მასალის გამეორებას ეთმობა.
პროგრამის ”ისწავლე და ასწავლე
საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა მე-7 ნაკადი
ჩამოვიდა. ისინი სამცხე-ჯავახეთის
რეგიონში გადანაწილდებიან და ადგილობრივ მოსწავლეებს ინგლისური ენის უკეთ
შესწავლაში დაეხმარებიან.
სკოლის მანდატურების საქველმოქმედო აქციები
გრძელდება. 40 მანდატური და №1 , №10
, № 157 , №29, №52 სკოლის მოსწავლეები თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო
ცენტრალურ საბავშვო თეატრს ეწვივნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აკაკი
წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართული
კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა. 29 ოქტომბერს ასევე გაიმართა 1893
წელს გამოცემული აკაკი წერეთლის
”სალამურის” ზუსტი ასლის პრეზენტაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი ევროპული ქვეყნების კერძო სკოლათა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
დელეგაცია ლატვიის კერძო სკოლათა კავშირის
წევრებით იყო წარმოდგენილი.