საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა
სოფელ დიღმის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო
სკოლა გახსნა, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება
მიულოცა, ხოლო 81 პირველკლასელს საპილოტე პროგრამის ფარგლებში, საჩუქრად ნეტბუქები
გადასცა.