საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ინგლისურენოვან
პედაგოგთა
მეორე
ნაკადს
შეხვდა.
ამერიკიდან,
კანადიდან,
ინგლისიდან,
პოლონეთიდან
და
სხვა
ქვეყნებიდან
ჩამოსული
102 უცხოელი
გურიაში,
სამეგრელოსა
და
აჭარაში
ქართულ
ოჯახებში
გადანაწილდებიან.
14 აგვისტოს საქართველოში პროექტის
,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად,, ფარგლებში უცხოელი პედაგოგების მეორე
ნაკადი ჩამოვიდა. ორმოცდაჩვიდმეტი პედაგოგი საქართველოში ამერიკის შეერთებული
შტატებიდან, კანადიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის
მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორ სტრუქტურას შორის
ავტომატურ რეჟიმში მოანაცემების გაცვლას.
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ოფიციალურად გაიხსნა ორდღიანი სამუშაო
კონფერენცია, სადაც გამოცხადდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების
პროგრამის დაწყება საქართველოში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ”ვასწავლოთ ქართული ენა, როგორც
მეორე ენა” პროგრამაში გამარჯვებულ 20
მასწავლებელს სერთიფიკატები გადასცა.
განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ და საგანმანათლებლო
და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოს დირექტორმა ირაკლი თოდუამ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში
მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ საერთაშორისო კონკურსის -
”ალიანტე 2010” 15 გამარჯვებულს საჩუქრად პორტატული კომპიუტერები გადასცა. კონკურსის
ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“.
საქათველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ ომში დაღუპული ეროვნული
გმირის ზაზა დამენიას შვილს გიორგი დამენიას საჩუქრად პორტატული კომპიუტერი და
წიგნები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი
სეფერთელაძე BUCKSWOOD-ის საზაფხულო სკოლას ეწვია და ”ინგლისური ენის
სწავლების გაძლიერების” პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ჩამოსულ სომეხ
მოსწავლეებს შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა შემოწმება და დაადგინა, რომ 2007-2009 წლებში სამინისტროს აპარატში და მის სისტემაში შემავალ
დაწესებულებებში წარმოქმნილია დებეტორულ-კრედიტორული დავალიანებები.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში ახალი
ღია
სპორტული მოედანი გახსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედნის მშენებლობა
სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ
განახორციელა.
ახალი სასწავლო წლიდან ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს სოციალურად
დაუცველი ოჯახებიდან და მოსწავლეებს, რომელთაც სასკოლო ეროვნულ
ოლიმპიადებში გაიმარჯვეს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ
უფასოდ ისწავლონ კერძო სკოლებში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან მე-18, მე-19
საუკუნეების 39 დასახელების უნიკალური წიგნების მოპარვის ფაქტთან დაკავშირებით, სამინისტროს შიდა აუდიტის
დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი
ანდრიაშვილმა განცხადება გააკეთა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ მიღებაზე
მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური
კორპუსის წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროგრამის –“ასწავლე და
ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსულ 50 უცხოელ პედაგოგს
შეხვდნენ.
დიმიტრი შაშკინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ უცხოელ პედაგოგებს დახვდა, რომლებიც საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში, ჩვენ ქვეყანაში ჩამოვიდნენ.