განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველო-რუსეთის ორასწლოვანი
კონფლიქტის შესახებ მომზადებული ვებგვერდის პრეზენტაციას დაესწრო
და ამავე თემაზე გამართულ კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
1 მარტიდან ახალი საგანმანათლებლო
პროგრამა ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” იწყება. პროგრამის ინიციატორი
საქართველოს მთავრობაა და ჩვენს ქვეყანაში 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას
ითვალისწინებს.
საქართველოს უნივერსიტეტის 120 სტუდენტს, რომელთაც საბაკალავრო და სამაგისტრო
პროგრამის სრული კურსი გაიარეს და უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები არიან
სახელმწიფო დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
“ალიანტე” ნატოსა და საერთაშორისო
ურთიერთობების
თემაზე
ევროპაში
ყველაზე
წარმატებული საერთაშორისო
კონკურსია.
მასში
საჯარო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების 15-დან
19 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობენ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები პროფესიული ”სინდიკატის”
პრეზიდენტს ტატო შავშიშვილსა და ორგანიზაციის სხვა წევრებს შეხვდნენ.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებმა
და საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ირინე
ქურდაძემ პედაგოგებთან შეხვედრა გამართეს.
ორდღიანი კონფერენცია საქართველოს
პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა გახსნა და მის მუშაობაში განათლებისა და
მეცნიერების, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრები
მონაწილეობდნენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის
მიერ 2009 – 2010 სასწავლო წელს განხორციელდა ტრენინგების პროგრამა
"ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში".
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №202
უსინათლო
ბავშვთა სკოლას ეწვია და ბრაელის საბეჭდი მანქანა, ბრაელის შრიფტით
დაბეჭდილი სახელმძღვანელოები და ტაქტიკური სასწავლო მასალები გადასცა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის
მერიის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაფინანსებით
პროექტი ”მომავალი შენია” განახლებული ფორმატით ჩატარდება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციტივით
300-მდე დევნილი პედაგოგი ერთი თვის განმავლობაში
დასქმდება. ამ მიზნით, მინისტრი სამაჩაბლოდან და ახალგორიდან
დევნილ
300-მდე
პედაგოგს
პირადად შეხვდა და სხვადასხვა სკოლებში მათი
დასაქმების დეტალები განიხილა.