განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის
მერიის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაფინანსებით
პროექტი ”მომავალი შენია” განახლებული ფორმატით ჩატარდება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციტივით
300-მდე დევნილი პედაგოგი ერთი თვის განმავლობაში
დასქმდება. ამ მიზნით, მინისტრი სამაჩაბლოდან და ახალგორიდან
დევნილ
300-მდე
პედაგოგს
პირადად შეხვდა და სხვადასხვა სკოლებში მათი
დასაქმების დეტალები განიხილა.
განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა სკოლის დირექტორებთან განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე,
სკოლებში არსებულ კონკრეტულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის
გზებზე ისაუბრა.
მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით
კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის საერთო საცხოვრებელი
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სრულად იქნება რეაბილიტირებული, რის შედეგადაც
300-მდე სტუდენტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში შეძლებს ცხოვრებას.
27 იანვარს ჟენევაში გამართულ იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს
59-ე სესიაზე საქართველო ბიუროს ვიცე-პრეზიდენტი
გახდა. წელს პრეზიდენტ ქვეყნად ნორვეგია აირჩიეს.
თბილისის №65 საჯარო სკოლაში კონკურსის ”ჩემი თვალით დანახული რუსული
აგრესია” ფარგლებში, მოსწავლეებმა ლიტერატურული და ფერწერული
ნამუშევრები წარმოადგინეს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის 300-მდე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს
2011 წელს 10 გამოსაშვებ გამოცდის ჩაბარებასთან დაკავშირებული ყველა სიახლეე გააცნო.
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობის მიზნით, განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამჯერად, უმაღლეს სასწავლო
დაწესებულებათა რექტორებს და სასწავლებელთა სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოსთან და საქართველოს არქიტექტორთა
კავშირთან ერთად, საუკეთესო არქიტექტურულ პროექტებზე კონკურსი გამოაცხადა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის
ინიციატივით სამინისტროში საზოგადოებრივი დარბაზი დაარსდა. საზოგადოებრივი დარბაზი
ყოველი თვის პირველ კვირას შეიკრიბება.
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები
საქართველოში წელს პირველად ტარდება. სერტიფიცირება მასწავლებელს საშუალებას მისცემს,
გამოავლინოს საგნობრივი ცოდნის მაღალი კომპეტენცია და დაადასტუროს, რომ ფლობს
სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებს.
3 თებერვალს თბილისის 189-ე საჯარო სკოლაში სტუმრობისას,
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მშობლიური სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს
მათი ყველაზე დიდი სურვილი აუსრულა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველი ექსპერიმენტულ
სკოლაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის
ინიციატივით საჯარო სკოლებში ”კურსდამთავრებულთა კლუბის” (ALUMNI)
შემოღებაზე ისაუბრა.