არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციისათვის საქართველოს პროკურატურამ,
შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა ერთობლივი
კამპანია დაიწყეს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის ხარისხიანი განათლების
უზრუნველყოფის მიზნით, განათლებისა და მეცნირების სამინისტრო აცხადებს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 5-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვთა
ნებაყოფლობით რეგისტრაციას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ინიციატივით, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, 30 იანვრიდან საქართველოს
ყველა საჯარო სკოლაში თემაზე: ”ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია” კონკურსი
დაიწყება.
2010 წლის ბოლომდე საქართველოს საჯარო სკოლების
75% ინტერნეტით უზრუნველყოფილი იქნება. განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო სკოლების ინტერნეტიზაციას საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის
საფუძველზე ახორციელებს,
სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი სტანდარტების
შემუშავებასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
ექსპერტებსა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლებს
შეხვდა.
საჯარო
სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის
გაკვეთილებით შეცვლასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი
შაშკინმა, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ, სპორტისა
და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარემ
დავით ნამგალაურმა და სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციების ხელმძღვანელებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.
განათლების
რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში, საქართველოში ე.წ. ”ALUMNI” პროგრამის
ჩამოყალიბება და განვითარება დაიწყო.
პროგრამა წარმატებით ხორციელდება დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის
შეერთებულ შტატებში.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი
სეფერთელაძემ იმერეთის
რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულ ლაშა მაქაცარიასთან ერთად წყალტუბოს
რაიონის სოფელ მაღლაკში ახლადგარემონტებული №1 საჯარო სკოლა გახსნა.
უცხო ენების სწავლების გაძლიერების მიზნით პედაგოგები საზღვარგარეთიდან ჩამოვლენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის
განხადებით, 2010 წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში კიდევ ერთი ახალი პროექტი განხორციელდება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს ბაზალეთის
ტურისტულ კომპლექსში ორდღიანი გასვლითი სემინარი მოუწყო. სემინარის მთავარი მიზანი
მათთვის 2010-2011 წლებში ზოგად განათლებაში დაგეგმილი სიახლეების გაცნობა იყო.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ოლიმპიურ
თემატიკაზე ჩატარებული ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში
გამარჯვებული, 12 წლამდე ასაკის, სამი მოსწავლე პორტარტული
კომპიუტერებით დაასაჩუქრა.
სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული
103 პროექტისა და ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო
გრანტების კონკურსში გამარჯვებული 31 პროექტისთვის ბიუჯეტიდან წელს 5
მილიონი ლარი დაიხარჯება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საჯარო
სკოლებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი სასწავლო კურსის
შემოღებასთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს, თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას,
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკატერინე ზღულაძესა და გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეს დავით იოსელიანს
შეხვდა.