განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის
ინიციატივით სამინისტროში საზოგადოებრივი დარბაზი დაარსდა. საზოგადოებრივი დარბაზი
ყოველი თვის პირველ კვირას შეიკრიბება.
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები
საქართველოში წელს პირველად ტარდება. სერტიფიცირება მასწავლებელს საშუალებას მისცემს,
გამოავლინოს საგნობრივი ცოდნის მაღალი კომპეტენცია და დაადასტუროს, რომ ფლობს
სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებს.
3 თებერვალს თბილისის 189-ე საჯარო სკოლაში სტუმრობისას,
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მშობლიური სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს
მათი ყველაზე დიდი სურვილი აუსრულა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველი ექსპერიმენტულ
სკოლაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის
ინიციატივით საჯარო სკოლებში ”კურსდამთავრებულთა კლუბის” (ALUMNI)
შემოღებაზე ისაუბრა.
არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციისათვის საქართველოს პროკურატურამ,
შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა ერთობლივი
კამპანია დაიწყეს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის ხარისხიანი განათლების
უზრუნველყოფის მიზნით, განათლებისა და მეცნირების სამინისტრო აცხადებს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 5-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვთა
ნებაყოფლობით რეგისტრაციას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ინიციატივით, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, 30 იანვრიდან საქართველოს
ყველა საჯარო სკოლაში თემაზე: ”ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია” კონკურსი
დაიწყება.
2010 წლის ბოლომდე საქართველოს საჯარო სკოლების
75% ინტერნეტით უზრუნველყოფილი იქნება. განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო სკოლების ინტერნეტიზაციას საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის
საფუძველზე ახორციელებს,
სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი სტანდარტების
შემუშავებასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
ექსპერტებსა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლებს
შეხვდა.
საჯარო
სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის
გაკვეთილებით შეცვლასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი
შაშკინმა, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ, სპორტისა
და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარემ
დავით ნამგალაურმა და სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციების ხელმძღვანელებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.
განათლების
რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში, საქართველოში ე.წ. ”ALUMNI” პროგრამის
ჩამოყალიბება და განვითარება დაიწყო.
პროგრამა წარმატებით ხორციელდება დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის
შეერთებულ შტატებში.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი
სეფერთელაძემ იმერეთის
რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულ ლაშა მაქაცარიასთან ერთად წყალტუბოს
რაიონის სოფელ მაღლაკში ახლადგარემონტებული №1 საჯარო სკოლა გახსნა.
უცხო ენების სწავლების გაძლიერების მიზნით პედაგოგები საზღვარგარეთიდან ჩამოვლენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის
განხადებით, 2010 წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში კიდევ ერთი ახალი პროექტი განხორციელდება.