საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 4,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 1,5%-ს დაუდასტურდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მხატვრული ლიტერატურა გადასცა საჩუქრად.
სომხურ-აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებს ლალი მარგიანი მეხუთე წელია ქართულ ენას ასწავლის. სკოლაში მისვლის პირველივე დღიდან მიზნად დაისახა, რომ ბავშვებისთვის საქართველო ჯერ თავისი კულტურით, მწერლობითა და ხელოვნებით გაეცნო. ფიქრობს, რომ მიზანს მიაღწია, მისი მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულები არიან.
საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა.
მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვია და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. თამარ მახარაშვილმა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მასწავლებლებთან პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წლისთავს ულოცავს
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სკოლის შენობა 200 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
„ჩემი დიდი სურვილია, რომ ეთნიკური უმცირესობები სრულად ინტეგრირდნენ ქართულ საზოგადოებაში და დაუბრკოლებლად შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და რეალიზება. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოც გააგრძელებს არჩეულ კურსს და ამ მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამს“, – აცხადებს მირანდა იაკობიძე, რომელიც ქართულს, როგორც მეორე ენას წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს თითქმის ათი წელია ასწავლის. პარალელურად სახელმწიფო ენას მირანდა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ბენეფიციარებს, ხოლო პროგრამის „ქართული ენის დისტანციური სწავლების“ ფარგლებში ემიგრანტ ბავშვებს ასწავლის.
400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირების ჩატარება სკოლის ექიმებმა დაიწყეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლის ექიმები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა გადაამზადეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, იური ბაღათურიას, ოთარ კემულარიას და ირაკლი ლომიძის შემადგენლობით, CERN-ის ერთ-ერთ უდიდეს CMS ექსპერიმენტში, რომელიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე მუშაობს, მორიგ წარმატებას მიაღწია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა საინჟინრო მიმართულებით შეძლეს ახალი კამერების ელექტრონიკის გაციების სისტემის მოდელირება, შექმნეს სამუშაო ნახაზები და დაამზადეს პროტოტიპები.
სკოლის მასწავლებლობა თამარ კვინიკაძის ბავშვობის ოცნება იყო. მეორე კურსზე ოცნება აუხდა და უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ხაშურის სოფელ ხცისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახდა. ამჟამად ქართულ ენას ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ასწავლის და იმისათვის, რომ ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებს ქართულ გარემოსთან კიდევ უფრო მეტი შეხება ჰქონოდათ, საყვარელი სკოლები ერთმანეთთან დაამეგობრა.
სასკოლო სივრცეში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირების პროცესი. როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის ექიმი გადაამზადეს. სწორედ გადამზადებული ექიმები უზრუნველყოფენ აღნიშნულ სკოლებში Covid-19-ზე თანამშრომელთა ტესტირებას. ხოლო იმ სკოლებში, სადაც ექიმები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაგრძელდება.
ნინო მჟავანაძე ნეიროგანვითარების ცენტრში სტაჟირების პერიოდში აქტიურად მუშაობდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ინკლუზიური განათლება უპირველესად განსხვავებულობისა და მრავალფეროვნების მიმღებლობას ნიშნავს, რაც შემდგომ არა მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის კეთილდღეობის საწინდარი ხდება.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში ვირუსის მართვაზე კონტროლი მაქსიმალურად მკაცრად მიმდინარეობს. შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
„საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ კურსდამთავრებულებს პროფესიული პროგრამის, „სასტუმროს ოთახების მართვა“, წარმატებით დასრულებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მიერ აღიარებული სერტიფიკატები გადაეცათ.