საქართველოს საჯარო სკოლებში სოციალური მუშაობის კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე ერთკვირიანი ფორუმი გაიხსნა. სპეციალურად ფორუმისთვის საქართველოს, ბელგიის დონ ბოსკო გროენველდის სკოლის დირექტორის მოადგილე, უფროსი ტრენერი, ვიმ ჰანსენსი ეწვია. ბელგიელი კონსულტანტი ქართველ კოლეგებს ევროპულ გამოცდილებასა და სკოლებში სოციალური მუშაობის პრაქტიკას გაუზიარებს.
მანდატურის სამსახურში გამართულ პირველი სამუშაო შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი, გელა გელაძე, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში, ივონე გოგოლი ესწრებოდნენ.
ერთკვირიანი სემინარის ფარგლებში იგეგმება ბელგიელი კონსულტანტისა და ქართველი ექსპერტების მიერ სოციალური მუშაობის მოდელის განხილვა ბელგიის, კერძოდ ფლანდრიის, მაგალითზე. ვინ ჰანსენსი საქართველოს განათლების სისტემაში, მანდატურის სამსახურისა და ქართველი ექსპერტების მიერ შემუშავებულ, სოციალური მუშაობის პროექტსაც გაეცნობა და რეკომენდაციებს წარადგენს.
სამუშაო შეხვედრებზე ექსპერტები, ასევე, შეაფასებენ საქართველოს საპილოტე სკოლებში მანდატურის სამსახურის მიერ სოციალურ მუშაკთა ინტერვენციის გაძლიერების მიმართულებით გაწეული სამუშაოს შედეგებს და არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელებენ.
საგანმანათლებლო სამსახურის მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს სოციალური კომპონენტი 2019 წლიდან დაემატა. ცენტრში, მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ერთად, უკვე სოციალური მუშაკებიც მუშაობენ.