კონკურსი „საქართველოს პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა“
19.02.2020

„კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს „საქართველოს პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა“

იხილეთ:

  • კონკურსის - „საქართველოს პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა“ - განახლებული საკონკურსო დებულება;
  • განცხადება - დანართი N1;
  • საკონკურსო განაცხადი - დანართი N2;
  • საკონკურსო განაცხადის დაზუსტების ფორმა - დანართი N3;
  • ანგარიშის წარმოდგენის ფორმა - დანართი N4.


კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებითა და ბენეფიციართა ინტერესებიდან გამომდინარე, საკონკურსო განაცხადები მიიღება 2020 წლის 1 ივნისის 18:00 საათამდე

  • ა) ელექტრონული ფორმით: 2020 წლის 17 მარტიდან 2020 წლის 22 მაისის 18 საათამდე, მისამართზე: culturesupport@mes.gov.ge;
  • ბ) მატერიალური სახით: 2020 წლის 23 მაისიდან 2020 წლის 1 ივნისის 18 საათამდე სამინისტროში (მის. ქ. თბილისი, უზნაძის ქ. N52 ან ქ. თბილისი სანაპიროს ქ. N4).

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ კითხვების არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციები მიიღონ ელექტრონულად, მისამართზე culturesupport@mes.gov.ge. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონკურსის ფარგლებში წარმოსადგენი პროექტების დაწყების თარიღად განისაზღვრა არაუადრეს - 2020 წლის 15 ივლისი. საკონკურსო განაცხადების განხილვისას, კომისია იხელმძღვანელებს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობითა და როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ისე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით.