საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აჭარაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე ბათუმში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მაია ხაჯიშვილს შეხვდა და მასთან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არსებული გამოწვევები, მიღწევები, დაგეგმილი სიახლეები და განათლების რეფორმის მიზნები განიხილა.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო სკოლებში ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობასა და უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას. ასევე, მხარეებმა “ახალი სკოლის მოდელის” მასშტაბურ ეტაპზე გადავლის საკითხი და აჭარის სკოლებში პროექტის დანერგვით მიღწეული შედეგეგები განიხილეს. მაია ხაჯიშვილმა მინისტრის მოადგილეს ზოგადი განათლების მიმართულებით აჭარაში მიმდინარე, განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამებიც გააცნო.
აჭარის რეგიონში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნობა, ადგილობრივ პედაგოგებსა და რესურსცენტრის წარმომადგენლებს შეხვდება და აჭარის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლასაც მოინახულებს.