ევროპის მემკვიდრეობის დღეების პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
21.02.2020

კონკურსში ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეების ამბები“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კერძო და იურიდიული სტატუსის მქონე პირებს, რომლებმაც 2017-2019 წლებში ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში ორგანიზება გაუწიეს შესაბამის ღონისძიებებს, ან/და არიან ევროპა ნოსტრას ჯილდოს გამარჯვებულები

გრანტის მოცულობაა მაქსიმუმ 10,000 (ათი ათასი) ევრო

კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპისათვის განაცხადების წარდგენის ვადაა 20 მარტი

კონკურსის საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება მ. წ. 1 ივლისს

გამარჯვებულების დაჯილდოება სექტემბერში, ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ოფისში გაიმართება

საგრანტო კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://bit.ly/37KngJj