კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
02.03.2020

29 თებერვალს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, პროფილაქტიკური სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხული არდადეგები გახანგრძლივდა. არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.