საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი დროებით გადაიდო
06.03.2020

კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სადეზინფექციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება დროებით გააიდო და 2020 წლის 06 და 07 მარტს აღარ ჩატარდება (იხ. ბრძანება #334).

ტესტირების ჩატარების ზუსტი თარიღის შესახებ განახლებული ინფორმაცია მოგვიანებით განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ და სოციალურ გვერდებზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 200 220 (შიდა 6).