კულტურული ობიექტების სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
10.03.2020

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესის შესაბამისად, კულტურული ობიექტების ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.

სადეცინფექციო სამუშაოები მუზეუმებში, თეატრებში, სარეპეტიციო დარბაზებში, გასახდელებში, გარდერობებში ჩატარდა და სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშავდა ინვენტარი.