კონკურსი ,,ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა“
11.03.2020

კულტურის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს  ,,ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა“

 იხილეთ:

  1. კონკურსის ,,ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა“-  საკონკურსო დებულება;
  2. განცხადება - დანართი N1;
  3. საკონკურსო განაცხადი - დანართი N2; 
  4. საკონკურსო განაცხადის დაზუსტების ფორმა - დანართი N3;
  5. ანგარიშის წარმოდგენის ფორმა - დანართი N4 ;

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2020 წლის 11 მარტიდან 2020 წლის  31 მარტის 15:00 სთ-მდე  საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N4,  ან ქ. თბილისი, უზნაძის ქ. N52.

განაცხადის წარმოდგენასთან და კონკურსთან  დაკავშირებულ  საკითხებზე კონსულტაციები საქართველოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროში გაიმართება:

ა) 2020 წლის 17  მარტს 14:00 სთ-ზე;

ბ) 2020 წლის  24 მარტს 14:00 სთ-ზე;

მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N4.