“კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა
28.03.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებითა და ბენეფიციართა ინტერესებიდან გამომდინარე, „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებზე, განაცხადების მიღების დასრულების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 30 აპრილის 18 საათი.

იმ პირებს, რომლებსაც უკვე შემოტანილი აქვთ საკონკურსო განაცხადები, შესაძლებლობა ეძლევათ, წარმოადგინონ პროექტი დაზუსტებული განაცხადის ფორმით, ახალი ვადების გათვალისწინებით.

30 აპრილის ჩათვლით მსურველებს კულტურის ხელშეწყობის პროგრამით გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში საკონკურსო განაცხადებისა და სხვა საკონკურსო დოკუმენტაციის გაგზავნა შეუძლიათ ელექტრონულად, მისამართზე: culturesupport@mes.gov.ge;

იხილეთ კონკურსების ჩამონათვალი:

  1. „ახალი ქართული წიგნი“ – საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობა;
  2. პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა;
  3. თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია თბილისსა და რეგიონებში;
  4. სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა;
  5. „ხელოვნება განათლებისთვის" მცირე გრანტები სახელოვნებო განათლებაში;
  6. ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა;
  7. „უსაზღვრო შესაძლებლობები"-კულტურულ ღონისძიებებში შშმ პირთა მონაწილეობა;
  8. მაღალმთიანი რეგიონებისთვის კულტურული ცხოვრების ხელმისაწვდომობა;
  9. „ხელოვნება გამყოფი ხაზების გარეშე"-დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში და რეგიონებში სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობა.