სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ეთერ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო
06.06.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართული საორგანო სკოლის დამაარსებლის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, პროფესორ ეთერ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო.

ეთერ მგალობლიშვილი 1965-2012 წლებში ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. სხვადასხვა წლებში ლაიფციგში ი. ს. ბახის ტრადიციული საორგანო კონკურსის ერთადერთი ქალი ჟიურის წევრი იყო; ასევე მოსკოვის, ვილნიუსის, გორკის, კიშინიოვის ორგანისტთა საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი;

ეთერ მგალობლიშვილი საქართველოში არაერთი საორგანო ნაწარმოების პირველი შემსრულებელი იყო.