ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ფოთის სასწავლო ცენტრში პირველ სტუდენტებს 2021 წელს მიიღებს
14.07.2020

ისტორიული შენობის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი გაეცნო.

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი, ათასზე მეტ სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას საზღვაო სფეროში საერთაშორისო დონის პროფესიული განათლება მიიღოს და წარმატებით დასაქმდეს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

ფოთში საზღვაო სწავლების ტრადიციის აღდგენა ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის განვითარებასა და საზღვაო სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სექტორის მომარაგებას კვალიფიციური სამუშაო ძალით.