კონკურსი „ლიტერატურული კონკურსების ხელშეწყობა“
29.07.2020

კულტურის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს „ლიტერატურული კონკურსების ხელშეწყობა“.

 იხილეთ:

  1. კონკურსის „ლიტერატურული კონკურსის ხელშეწყობა“ - საკონკურსო დებულება;
  2. განცხადება - დანართი N1;
  3. საკონკურსო განაცხადი - დანართი N2; 
  4. საკონკურსო განაცხადის დაზუსტების ფორმა - დანართი N3;
  5. ანგარიშის წარმოდგენის ფორმა - დანართი N4 ;

კონკურსის ფარგლებში  საკონკურსო დოკუმენტაციის   (განცხადება და საპროექტო განაცხადი)  მიღება განხორციელდება სამინისტროს ელექტრონული ფოსტის – doc.info@mes.gov.ge  გამოყენებით,  ან  მატერიალური ფორმით (მათ შორის, „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით)  2020 წლის 30 ივლისიდან  2020 წლის 17  აგვისტოს 15 საათამდე სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, უზნაძის ქ. N52,  ან  ქ. თბილისი,  სანაპიროს ქ. N4).

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ კითხვების არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციები მიიღონ ელექტრონულად, მისამართზე culturesupport@mes.gov.ge.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონკურსში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადით გათვალისწინებული პროექტის დაწყების თარიღი განისაზღვრება არაუადრეს 2020 წლის  22 სექტემბრისა.

საკონკურსო განაცხადების განხილვისას, კომისია იხელმძღვანელებს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობითა და როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ისე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით.