მინისტრი ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრს ეწვია
01.07.2010

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა  დიმიტრი შაშკინმა ორი უსინათლო აბიტურიენტი თამარ კალანდაძე და ბაჩანა მარგველაშვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში რეგისტრაციის გასავლელად მიიყვანა და  მეორე სესიის  რეგისტრაციის პროცესს დაესწრო.

ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველ სესიაზე 1424 აბიტურიენტი გამოცხადდა, მათ შორის ორი მსჯავრდებული,   დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 48 არ გამოვიდა პირველ გამოცდაზე, დაფიქსირდა ერთი დაგვიანება. მეორე სესიაზე 1418 აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია.

1 ივლისს, 09:00 საათზე, საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 14 საგამოცდო ცენტრში პირველი გამოცდის პირველი სესია დაიწყო. პირველ გამოცდაზე საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირებული იყო 8803 აბიტურიენტი, არ გამოცხადდა 335,  მხოლოდ თბილისში 3 აბიტურიენტი მოიხნა დაგიანების გამო.

1 ივლისს 15 საათზე მეორე სესია დაიწყო.