საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რამდენიმეწლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიას პირვანდელი სახე დაუბრუნდა. განახლებული სამხატვრო აკადემია სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს.
სამხატვრო აკადემიაში ჩატარებულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებში წვლილი მიუძღვის:
- 2004-2006 წწ.- ფონდი „ქართუ“ - 1,020 819 ლარი;
- 2015-2020 წწ. - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 12 000 000 ლარი;
ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე შენობაში რესტავრაცია ჩაუტარდა ცნობილ სარკეებიან და საგამოფენო დარბაზებს, დიდ ბიბლიოთეკას, აკადემიის ფონდებსა და საცავებს. სრულად აღდგა შენობის მთავარი ღირსშესანიშნაობა – თავის დროზე ირანელი ოსტატების მიერ შექმნილი საარკეებიანი დარბაზები, მოპირკეთდა და კეთლმოეწყო ეზო. ამ ეტაპზე სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს შენობის მოწესრიგება და ინტერიერის დასუფთავება.
მიმდინარეობს გრიბოედოვის #22-ში მდებარე აკადემიის ცენტრალური სასწავლო კორპუსის სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 2021 წელს დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 4 912 000 ლარს შეადგენს.