მიხეილ ჩხენკელი ახლადრეაბილიტირებულ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვია და ახლადრიაბილიტირებული შენობა დაათვალიერა. მინისტრმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დირექტორსა და დასის წევრებს განახლებული შენობა მიულოცა, წარმატება და შემოქმედებითი წინსვლა უსურვა.
მიხეილ ჩხენკელი: „ოზურგეთის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სრული რეაბილიტაცია ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა და შედეგად გვაქვს ბრწყინვალე შენობა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი მსახიობების, რეჟისორებისა და ყველა თანამშრომლისთვის. მინდა ყველა მათგანს მივულოცო ახალი შენობა და შემოქმედებითი წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, თეატრისმოყვარულები აქ დიდი ინტერესით ივლიან, რათა შესანიშნავი სპექტაკლები იხილონ“.
ოზურგეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს სრული რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ჩაუტარდა. გურიის მხარეში ერთადერთი პროფესიული თეატრი სექტემბერში ახალ თეატრალურ სეზონს განახლებულ შენობაში დაიწყებს.
ოზურგეთის თეატრი თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი. მასში განთავსებულია ორი სრულფასოვანი სცენა, რადენიმე სარეპეტიციო ოთახი, ახალი საგრიმიოროები, რადიო სტუდია რადიო სპექტალების ჩასაწერად და სხვა. შენობა მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს, არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
თეატრის რეაბილიტაცია 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2020 წლის ივლისში დასრულდა; მისი ბიუჯეტი 18 000 000 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ თეატრის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 120 ადამიანი დასაქმდა.
ოზურგეთის თეატრი 1961 წელს აშენდა და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შენობაა საქართველოში. იგი მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტს წარმოადგენს და ოზურგეთის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი ვასილ ჩიგოგიძეა.
ოზურგეთში სათეატრო ხელოვნება 1868 წლიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ ამ პროცესს არსებობა არ შეუწყვეტია. ოზურგეთში თეატრის დაარსების სათავეებთან იდგა ქართული პროფესიული რეჟისურის ფუძემდებელი ალექსანდრე წუწუნავა, რომლის სახელსაც ატარებს ოზურგეთის თეატრი.