ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიები 2021-2022 აკადემიური წლისთვის
11.08.2020

2021-2022 აკადემიური წლისთვის ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოცხადდა კონკურსი სრული სტიპენდიის მისაღებად.

20 სრული სტიპენდიის დაფინანსება გათვალისწინებულია როგორც ჩეხური (9), ასევე ინგლისური (11) ენის პროგრამებისათვის შემდეგ სფეროებში:

  • მშენებლობა
  • ფინანსები
  • სოფლის მეურნეობა
  • მათემატიკა
  • სტატისტიკა
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • გარემოს დაცვა
  • ენერგეტიკა

 დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ  ვებგვერდზე:

https://www.msmt.cz/eu-and-international-affairs/government-scholarships-developing-countries?lang=2