“თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში 2010”
02.07.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ “თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში 2010-ის”  I და II ადგილზე  გასულ სტუდენტებს ნოუთბუქები გადასცა.
ოლიმპიადა  საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის III-IV კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის ჩატარდა და მასში 1000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. გამარჯვებულებს   ფულადი პრიზები  ქ. თბილისის მერმა გიგი უგულავამ და “თი-ბი-სი” ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გადასცეს.

გამარჯვებული სტუდენტები კურსის დასრულების შემდგომ  დასაქმდებიან ან სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში.

ოლიმპიადის სპონსორი  თბილისის მერია იყო. ოლიმპიადა ჩაატარა ორგანიზაციამ “საქართველოს ეკონომისტთა ფორუმი”. პროექტის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი, თი-ბი-სი ბანკი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინსტრო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დაჯილდოების ცერემონიალი ახალ სპორტულ ცენტრში გაიმართა, რომელიც  თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა.