საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია, სადაც აბიტურიენტები ზოგად უნარებში გამოცდას აბარებდნენ.
5-6 ივლისს, 09:00 საათზე, საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 14 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა მეორე გამოცდის (ზოგად უნარებში) პირველი სესია დაიწყო.
7 ივლისს კი, ზოგად უნარებში საგრანტო კონკურსი იმ სტუდენტებისთვის ჩატარდება, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში და სურთ სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვონ ან გაზარდონ. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად სტუდენტმა გამოცდა ზოგად უნარებში ქართულ ან რუსულ ენაზე.
უნდა ჩააბარონ
მიმდინარე წელს ზოგადი უნარების ტესტის თითოეულ ნაწილში არის 40 (და არა 50) დავალება, ხოლო ტესტზე სამუშაოდ აბიტურიენტებს კვლავ 3 საათი აქვთ.
2010 წელს საქართველოს არაქართულენოვან მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ჩააბარონ მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდა სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე და ამ გამოცდის საფუძველზე მიღებული სკალირებული ქულით მოიპოვონ სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის გავლის შემდეგაც მათ საშუალება ექნებათ სწავლა გააგრძელონ სასურველ სპეციალობებზე.