გამოცხადდა მთარგმნელობითი კონკურსი – „ლიტერა მთარგმნელებისთვის“
06.09.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მწერალთა სახლთან ერთად, აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს – „ლიტერა მთარგმნელებისთვის“.

პრემია გაიცემა 4 ნომინაციაში: 

  • საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელი (პროზა, პოეზია; ასაკი 35 წლის ჩათვლით);
  • საუკეთესო პროზაული თარგმანი (რომანი, მოთხრობების კრებული);
  • საუკეთესო თარგმანი ჰუმანიტარულ - სამეცნიერო და სამეცნიერო - პოპულარულ ლიტერატურაში (ფილოლოგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია);
  • დავით წერედიანის სახელობის პრემია მთარგმნელობით საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის.

მთარგმნელობითი კონკურსი „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მწერალთა სახლის ინიციატივით, 2020 წელს შეიქმნა და მისი მიზანია მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა და სტიმულირება.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული ფულად პრემიასა (5 000 ლარს) და სპეციალურ პრიზს მიიღებს.   

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაცია კონკურისა და განაცხადის ფორმის შესახებ, იხილეთ ბმულზე: http://writershouse.ge/geo/new/1496