ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია
26.09.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემიის „ლიტერას” დაჯილდოება გაიმართა. რიგით მეხუთე საიუბილეო დაჯილდოებაზე გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ.

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:

  • თინათინ ჩხიკვიშვილი - ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის „მე - ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

წლის საუკეთესო დებიუტი:

  • ნინი ელიაშვილი - „წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

საუკეთესო დოკუმენტური პროზა:

  • გიორგი მაისურაძე -  „სხვა ენა“, გამომცემლობა „ინდიგო“;

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

  • შოთა იათაშვილი - „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

  • ეკა ქევანიშვილი - „არაფერი დედაჩემის შესახებ“,  გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

წლის საუკეთესო რომანი:

  • ირაკლი სამსონაძე - „ქელეხი - ქორწილი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

გამარჯვებულებს პრიზებთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცათ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ღონისძიება რეგულაციების დაცვით, ღია ცის ქვეშ მწერალთა სახლის ეზოში გაიმართა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე დაესწრო.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2015 წელს დააარსა და მისი მიზანი ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა.