საბავშვო ლიტერატურის კონკურსი ,,ოქროს ბუმბული”
03.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქარჩხაძის გამომცემლობა გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ საბავშვო ლიტერატურის კონკურსში „ოქროს ბუმბული”.

საკონკურსოდ  მიიღება ქართულ ენაზე დაწერილი, გამოუქვეყნებელი,  ორიგინალური საბავშვო ნაწარმოებები სამ ნომინაციაში:

  • საუკეთესო საბავშვო რომანი;
  • საუკეთესო საბავშვო მოთხრობების კრებული;
  • საუკეთესო ნახატებიანი წიგნი;

საკონკურსო ნაწარმოებები მიიღება 24 სექტემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონულად, მისამართზე oqrosbumbuli@karchkhadze.ge

გამარჯვებულებს ლიტერატურული სფეროს  წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული კონფიდენციალური ჟიური გამოავლენს.
თითოეულ გამარჯვებულს ფულადი პრემია გადაეცემა.

კონკურსი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ქარჩხაძის გამომცემლობის ორგანიზებით ხორციელდება.