სასერტიფიკაციო გამოცდები რუსთავის საგამოცდო ცენტრში
13.07.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი რუსთავის საგამოცდო ცენტრს ეწვია და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების მეორე სესიისთვის რეგისტრაციის პროცესსა  და გამოცდის მიმდინარეობას გაეცნო.

პირველ გამოცდას პროფესიულ უნარებში რუსთაველი და ნაწილი გარდაბნის საჯარო სკოლების 1200-მდე პედაგოგი და მასწავლებლობის მსურველი, რუსთავის საგამოცდო ცენტრში 13 და 14 ივლისს  ჩააბარებენ.

პირველ სესიაზე 255 მონაწილე იყო დარეგისტრირებული, რეგისტრაცია ისევე როგორც დანარჩენ 13 საგამოცდო ცენტრში, რუსთავშიც 13 ივლისს 08:00 საათზე დაიწყო,  ტესტზე მუშაობას პედაგოგები 09:00 საათზე შეუდგნენ, არ გამოცხადდა რამდენიმე მონაწილე.

მეორე სესიაზე რეგისტრაცია 14 საათზე დაიწყო და მასში 250-მა პედაგოგმა  მიიღო მონაწილეობა. 14 ივლისს ორივე სესიაზე 700-მდე პედადოგია დარეგისტრირებული.