სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირების გამოცხადების შესახებ
21.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს (ბრძანება N1013153, 20.10.20წ.) გრიფირებას ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX კლასის საგნების, ასევე დაწყებითი საფეხურის და საბაზო საფეხურის VII-VIII კლასების ზოგიერთი საგნის სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე.

დაინტერესებულმა პირებმა იხილეთ:

  1. შესარჩევი ერთეულები;
  2. გრიფირების განაცხადის წარმოდგენისა და სხვა ვადები;
  3. გრიფირების განაცხადის რეკვიზიტები;
  4. სახელმძღვანელოს მაკეტის ანკეტის რეკვიზიტები;
  5. ჰონორარის ოდენობა და გადახდის სტრუქტურა.