თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი „პრომეთე“ ონლაინ ფორმატში ჩატარდება
30.11.2020

30 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი „პრომეთე“ ონლაინ ფორმატში ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ კინოჩვენებებსა და მასტერკლასებს მაყურებელი იხილავს ბმულზე: https://www.facebook.com/TbilisiFilmFestival

ფესტივალის ყოველწლიურ სექციაში „დამზადებულია გერმანიაში” წელს 4 ფილმი იქნება წარმოდგენილი, მათ შორისაა ბერლინის კინოფესტივალის ტრიუმფატორი, კრისტიან პეტცოლდის „უნდინე”. მაყურებელი „გერმანულ“ სექციაში იხილავს ელიზა პეტკოვას ფილმს „თავდაყირა თევზი“; ამავე სექციაშია დებიუტანტი ფრედერიკ ჰამბალეკის „მოდელ ოლიმპია“, რომელიც დედა-შვილობის მარადიულ თემას უჩვეულო კუთხიდან ასახავს და დაფნე შარიზანის „განცალკევებული დები“,  რომელიც გერმანელი ჯარისკაცი ქალის ისტორიას მოგვითხრობს.

სექცია „მსოფლიო კინო” 16 ფილმს აერთიანებს აზიიდან და ამერიკის კონტინენტიდან.  მათ შორის: ბრაზიულიური ნამუშევარი, რეჟისორ ჟოაო პაულო მირანდა მარიას „ოცნებების სახლი“ და თბილისის კინოფესტივალის ერთგული მაყურებლის ერთ-ერთი ფავორიტი კორეელი რეჟისორის, ჰონგ სანგსუს „ქალი, რომელიც გაიქცა”.

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება, შვედი რეჟისორის, ნათან გროსმანის დოკუმენტური ფილმი „მე ვარ გრეტა”, რომელიც ცნობილი ახალგაზრდა აქტივისტისა და ნობელის პრემიის ლაურეატის - გრეტა თუნბერგის ოჯახის, მეგობრებისა და საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს.  

ვრცლად ფესტივალის პროგრამის შესახებ, იხილეთ ბმულზე: http://www.tbilisifilmfestival.ge