თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში Georgian-Baltic Bridge ფიჩინგ ფორუმის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
04.12.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიულმა პლატფორმამ საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმს, Georgian-Baltic Bridge-ს დისტანციურ ფორმატში უმასპინძლა.  ფორუმის ფარგლებში გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა:

  • I ადგილი - „ია / Ia“ - რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე;
  • II ადგილი -  „მაქცია / Werewolf“ - რეჟისორი იევა მაგი, პროდიუსერი კრისტოფერ პირი;
  • III ადგილი - „როცა 17 წლის ხარ / When you're 17“ - რეჟისორი გიორგი მუხაძე, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე;

გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ფიჩინგ ფორუმზე ქართველი, ესტონელი და ლიეტუველი რეჟისორების პროექტები იყო წარმოდგენილი. ფორუმის მონაწილეებმა საერთაშორისო ექსპერტებთან გაირეს ონლაინ ტრენინგები სცენარის განვითარებისა და პროექტის პრეზენტაციის მიმართულებით.