საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
მიხეილ ჩხენკელი: ,,დიდ მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტისა და ლოტბარის თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო.
იგი იყო ,,საუკუნის ხმად" წოდებული მუსიკოსი, რომელიც მთელი ცხოვრება ქართულ ფოლკლორს ემსახურებოდა, მან არაერთი ნიჭიერი თაობა აღზარდა.
ბატონმა თემურმა ჭეშმარიტად უნიკალური შემოქმედება დაგვიტოვა და გაამდიდრა ქართული კულტურა.
გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს თემურ ქევხიშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ ქართულ საზოგადოებას”.